ანალოგიური სიგნალი გაითიშა

 

TVRCenter-article2015 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათზე, ანალოგური საეთერო სიგნალი გაითიშა დმანისში, ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლაურში, ლენტეხში, მესტიაში, ჭიათურაში, საჩხერეში, ცივის მთაზე, სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, გურჯაანსა და თელავში.

ასევე გაითიშა ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის, ამბროლაურის, თიანეთის, ლენტეხის, მესტიის, ონის, საჩხერის, ყაზბეგის, ჭიათურის, ხარაგაულის, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, თიანეთის, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.

შეგახსენებთ, რომ ციფრული ღია საეთერო სიგნალის მისაღებად მოსახლეობას სჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორი ან სეთ-თოფ ბოქსი. სიგნალის გარანტირებულად მისაღებად კი რეკომენდებულია შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.