დროებითი სიხშირეები მუდმივი სიხშირეებით იცვლება

 

სახელმწიფო მულტიპლექსისთვის მინიჭებული, ციფრული მიწისზედა მაუწყებლობისთვის განკუთვნილი, დროებითი სიხშირული რესურსი მუდმივი სიხშირეებით იცვლება.


მიმდინარე წლის 3-5 აგვისტოს, გორში, ხაშურში, დუშეთში, ქარელში, ბორჯომში, ახალციხეში, აბასთუმანში, ახალქალაქში, ასპინძასა და ნინოწმინდაში ციფრულ სატელევიზიო მიმღებ აპარატურაზე ძებნის რეჟიმის გააქტიურების შედეგად, გადაცემების ხილვა შესაძლებელი იქნება 578 მჰც სიხშირეზე.
6-7 აგვისტოს, ბოლნისსა და წალკაში ციფრულ სატელევიზიო მიმღებ აპარატურაზე ძებნის რეჟიმის გააქტიურების შედეგად, გადაცემების ხილვა შესაძლებელი იქნება 618 მჰც სიხშირეზე, ხოლო საჩხერეში, ჭიათურასა და ტყიბულში - 578 მჰც სიხშირეზე.
10-12 აგვისტოს, ამბროლაურში, ქუთაისში, ონში, ხონში, ჩხოროწყუში, წყალტუბოში, სამტრედიაში, ბაღდათში, ვანში, თერჯოლაში, ზესტაფონში, აბაშაში, ხულოსა და შუახევში ციფრულ სატელევიზიო მიმღებ აპარატურაზე ძებნის რეჟიმის გააქტიურების შედეგად, გადაცემების ხილვა შესაძლებელი იქნება 578 მჰც სიხშირეზე, ხოლო ფოთში, ქედასა და ბათუმში - 490 მჰც სიხშირეზე.
13-14 აგვისტოს, ჩოხატაურში, ცაგერში, ლენტეხსა და მესტიაში ციფრულ სატელევიზიო მიმღებ აპარატურაზე ძებნის რეჟიმის გააქტიურების შედეგად, გადაცემების ხილვა შესაძლებელი იქნება 578 მჰც სიხშირეზე, ოზურგეთში - 490 მჰც სიხშირეზე, ხოლო დედოფლისწყაროში - 546 მჰც სიხშირეზე.