ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შემაჯამებელი ღონისძიება

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.ღონისძიება გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ისაუბრეს ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესზე, შესრულებული სამუშაოებისა და მიღებული შედეგების შესახებ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის წევრები, ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ჩინეთის საკონსულოს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.თემის ირგვლივ ისაუბრეს ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ აბაშიძემ; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა, ბრუნო ბალვანერამ და არასამთავრობო ორგანიზაციის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მედიისა დატელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, უჩა სეთური.
ღონისძიებაზე სპეციალური სიგელები გადაეცათ იმ კომპანიებს და ცალკეულ ადამიანებს, რომლებმაც რეფორმის პროცესში უპრეცედენტო თანადგომა და მხარდაჭერა გამოხატეს.

 

 {gallery}/stories/event{/gallery}.