საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში 11 მიკრორეტრანსლატორი შევიდა ექსპლუატაციაში.

 

საქართველოს ტერიტორიების რადიოჩრდილის არეში მყოფი დასახლებული პუნქტების მაცხოვრებელთა სატელევიზიო მაუწყებლობით მაქსიმალური დაკმაყოფილების მიზნით, აუცილებელი იყო ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს მცირე სიმძლავრის მქონე 110 მიკრორეტრანსლატორის მშენებლობას.

აღნიშნული პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. გვსურს დიდი სიხარულით ვამცნობოთ ჩვენს მოსახლეობას,რომ დღეის მდგომარეობით უკვე 11 ქალაქში/სოფელში სატელევიზიო რეტრანსლატორებისათვის ინფრასტრუქტურა სრულად არის მოწყობილი ,რაც ნიშნავს იმას,რომ შპს. „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ : მიწა, სატელევიზიო ანძის მშენებლობა, ელექტროენერგიის მიყვანა, დამიწების კონტურისა და შესაბამისი სათავსოს მოწყობა დასრულებულია და ამავდროულად ექსპლუატაციაშია შესული.

ესენია:

 

სოფ.კალამანა - მარტვილის მუნიც.
დაფარვის ზონა : სკურდი, გოჭკადილი, ჟინოთა, მარტვილი.

სოფ.თონეთი - თეთრიწყაროს მუნიც.
დაფარვის ზონა : მანგლისი, დიდი თონეთი.

სოფ.ზიარი - გურჯაანის მუნიც.
დაფარვის ზონა : ქოდალო, არაშენდა, ჯიმითი.

სოფ. არბოშიკი - კახეთი, დედოფლისწყაროს მუნიც.
დაფარვის ზონა: არბოშიკი, ოზაანი.

ქ. მცხეთა - მცხეთა-მთიანეთის მხარე.
დაფარვის ზონა : მცხეთა, არმაზი.

ქ. კასპი - კასპის მუნიც.
დაფარვის ზონა : კასპი, სასირეთი, მეტეხი, ნიაბი, გომი.

კოჯორი - დაბა თბილისი,თრიალეთის ქედის განშტოება.
დაფარვის ზონა : ჟინვალი, კუმისი, წყნეთის ნაწილი, ბეთანია, ასურეთი.


კაზრეთი - ბოლნისის მუნიც.
დაფარვის ზონა : კაზრეთი(მადნეული)

ქ.თერჯოლა - იმერეთი,თერჯოლის მუნიც.
დაფარვის ზონა: თერჯოლა, თუზი, ალისუბანი, ჩხარი.

ხარაგაული - დაბა, ხარაგაულის მუნიც.
დაფარვის ზონა: ხარაგაული, ფარცხნალი, ისლარი.

სოფ. იგოეთი - შიდა ქართლი,კასპის. მუნიც.
დაფარვის ზონა: იგოეთი, რენე, მრგვალი ჭალა.

 


გილოცავთ !

ზემოთ ჩამოთვლილ ობიექტებზე განთავსებული მიკრორეტრანსლატორების საშუალებით, აღნიშნული  სოფლებისა თუ ქალაქების და ასევე მათი დაფარვის ზონაში მოქცეული დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლებს, დღეიდან აქვთ საშუალება  მიიღონ ციფრული მაუწყებლობის სიგნალი.