დამატებით 8 მიკრორეტრანსლატორი შევიდა ექსპლუატაციაში

საქართველოს ტერიტორიების რადიოჩრდილის არეში მყოფი დასახლებული პუნქტების მაცხოვრებელთა სატელევიზიო მაუწყებლობით მაქსიმალური დაკმაყოფილების მიზნით გრძელდება დამატებით სხვადასხვა ობიექტებზე მთელი საქართველოს მასშტაბით მიკრორეტრანსლატორების მშენებლობა. დღეის მდგომარეობით 11 მიკრორეტრანსლატორთან ერთად(სიახლე 12.01.2016) ექსპლუატაციაში შევიდა კიდევ 8 რეტრანსლატორი. 

 

გთავაზობთ ექსპლუატაციაში შესული ახალი 8 მიკრორეტრანსლატორის სიას :


ატენი (გორი)
ბრეძა (ქარელი)
ზღუდერი (ქარელი)
კნოლევი (ქარელი)
მუხურა (ტყიბული)
ბენარა
კეხოვანი (ადიგენი)
სარო(ახალციხე)