(322)2 506 333

FM სამაუწყებლო ქსელის მოდერნიზაცია

საზოგადოებრივი  მაუწყებლის დაკვეთით    “საქართველოს რადიოს”  სიგნალის   საქართველოს  ტერიტორიის სრულად დაფარვის მიზნით შ.პ.ს.  “საქართველოს ტელერადიოცენტრი”  ახორციელებს  მისი კუთვნილი  FM  რადიოსამაუწყებლო ქსელის  მოდერნიზაცია-გაფართოებას.

პროგრამა  მოიცავს  ახალი   27   რადიოგადამცემის და  საანტენო  სისტემების   დამონტაჟებას,  ასევე    უკვე  არსებული  10   რადიოგადამცემის   ჩანაცვლებას     Vigintos Elektronika-ს    ბრენდის    თანამედროვე    ტიპის  გადამცემებით.   ყველა  რადიოსადგური   აღჭურვილი   იქნება  RDS კოდერებით და  AP ფუნქციით,  რაც  საშუალებას   იძლევა  ერთი   სარეტრანსლაციო  სიხშირული ზონიდან  მეორეში  გადასვლისას  RDS სისტემით   აღჭურვილი   მიმღები  ავტომატურად  გადაეწყოს   მეორე  ზონის  სიხშირეზე.
ომალოსა  და  შატილის  რადიოსარეტრანსლაციო  სადგურების  კვება მოხდება  მზის  პანელებით   გენერირებული ენერგიის  ხარჯზე.

   პროგრამის  დასრულებისას   რადიოსარეტრანსლაციო   საიტების   რაოდენობა   მიაღწევს   52  ერთეულს,    რის   შედეგადაც  შ.პ.ს.  “საქართველოს ტელერადიოცენტრი”-ს    FM  რადიოსამაუწყებლო ქსელს  და  შესაბამისად    “საქართველოს რადიოს”    სიგნალს  ექნება  ყველაზე   სრული  დაფარვა   არსებულ სხვა  ოპერატორებთან შედარებით.

Scroll to Top